სასარგებლო ბმულები


Comments


  1. ქიმა

    ქიმია — მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნივთიერების შემადგენლობასა და აღნაგობას, ნივთიერების თვისებებს და გარდაქმნებს, ამ გარდაქმნათა ხელშემწყობ ან თავიდან აცილებისათვის აუცილებელ პირობებს. ქიმიკოსები სწავლობენ ქიმიურ ელემენტებს. ქიმიას გააჩნია ორი ძირითადი დარგი — ორგანული ქიმია და არაორგანული ქიმია. ორგანული ნივთიერებების ძირითადი ელემენტია ნახშირბადი.

    თაფლი — სასარგებლო ინფორმაცია თაფლის შესახებ



    თაფლის ქიმიური თვისებები

    თაფლის ქიმიური შემადგენლობა რთულია და დამოკიდებულია სათაფლე მცენარეებზე, ნიადაგზე და კლიმატურ პირობებზე, ფუტკრის ჯიშზე და ა.შ. თაფლში დაახლოვებით 400 ორგანული და მინერალური ნივთიერებაა. თაფლის შემადგენლობის 13-20% უკავია წყალს.

    თაფლის 75-80% — ს შეადგენს ნახშირწყლები — გლუკოზა (31%), ფრუქტოზა (38%) და სახაროზა (1%). მათი დაშლისას გამოიყოფა ენერგია, რომელიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესებისათვის. გლუკოზა და ფრუქტოზა ხელს უწყობენ ნერვული პროცესების დარეგულირებას, სისხლძარღვების გაფართოვებას, გულის კუნთის კვებას, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას.

    ნახშირწყლების გარდა, თაფლის შემადგენლობაშია ფერმენტები: ინვერტაზა, დიასტაზა, კატალაზა და სხვ. ამ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ძალზედ მცირე რაოდენობა მნიშვნელოვნად აჩქარებს ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებს. თაფლის ფერმენტები აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას, კუჭის წვენის სეკრეციას, საკვები ნივთიერებების ათვისებას.

    მინერალური ნივთიერებები, რომლებიც თაფლში მარილების სახითაა წარმოდგენილი, ძალზედ დიდ ბიოლოგიურ როლს თამაშობენ, რადგან მათი ფერმენტებთან, ვიტამინებთან და ჰორმონებთან ურთიერთობით მიმდინარეობს ნერვული სისტემის ფუნქციონირების, ქსოვილოვანი სუნთქვისა და სისხლის წარმოქმნის პროცესები.თაფლში არის კალციუმის, მაგნიუმის, რკინისა და ფოსფორის მარილები. აღსანიშნავია, რომ თაფლში გვხვდება ყველა ის ელემენტი, რომელიც შედის ადამიანის სისხლის შემადგენლობაში.

    თაფლის შემადგენლობაში აგრეთვე არის ორგანული მჟავები (ვაშლის, ლიმონის, რძემჟავა, ღვინის მჟავა), რომლებიც სასიკეთოდ მოქმედებენ საჭმლის მონელებაზე, ნივთიერებათა ათვისებაზე, მადის გაუმჯობესებაზე, კუჭის ლორწოვანი გარსის სეკრეტორულ ფუნქციაზე.

    თაფლის საკვებ ღირებულებას ამაღლებს მასში შემავალი ვიტამინები:

    В1 (ანევრინი), В2 (რიბოფლავინი), В6 (პირიდოქსინი), Н (ბიოტინი), К (ფილოხინონი), С (ასკორბინმჟავა) და სხვ.

    თუ იცით რა განსხვავებაა ჰუმანიტარსა და ბუნებისმეტყველს შორის? ჰუმანიტარების მზერა წარსულისკენაა მიპყრობილი, ბუნებისმეტყველი კი წინ, მომავლისკენ იყურება, რადგან „მომავალი” სისხლში აქვს გამჯდარი. არა, ჩემი სიტყვები არ გეგონოთ, ბერნარ შოუმ თქვა დიდი ხნის წინად.


    ReplyDelete

Post a Comment