გაკვეთილის გეგმები

გაკვეთილის გეგმა ქიმიაში
გაკვეთილის თემა: ოქსიდების ქიმიური თვისებები
გაკვეთილის მიზანი:
·         მოსწავლეები გაეცნობიან ოქსიდების ქიმიურ თვისებებს. გამოთქვამენ ვარაუდებს, ჩაატარებენ ექსპერიმენტს, დააკვირდებიან, აღწერენ, შეადარებენ, გააანალიზებენ, იმსჯელებენ, გამოიტანენ დასკვნებს.
·         გამოიმუშავებენ კვლევის, ანალიზის, საკომუნიკაციო და სოციალურ უნარებს.

ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგი და ინდიკატორები
ქიმია IX-1.  მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აყალიბებს კვლევის მიზანს
·         გამოთქვამს მოსაზრებებს
·         განსაზღვრავს კვლევითი აქტივობების თანმიმდევრობას
·         არჩევს სათანადო ხელსაწყოებს,აღჭურვილობას,რეაქტივებს.
·         აკეთებს ჩანაწერებს (წერს ოქსიდების ქიმიური თვისებების ამსახველ ქიმ. რეაქციის ტოლობებს)
ქიმია IX-2.  მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება, მონაცემების აღრიცხვა
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს შესაბამის მასალას, აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას. უსაფრთხოების წესების დაცვით.
·         აწარმოებს დაკვირვებას, იყენებს სათანადო წესებს საკუთარი და სხვათა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ქიმია IX-4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აანალიზებს მონაცემებს და გამოიტანს დასკვნებს
·         ადარებს დასკვნებს,გამოთქმულ ვარაუდს.განაზოგადებს მიღებულ შედეგებს

საკლასო მენეჯმენტი
საგანმანათლებლო რესურსები:
·         სახელმძღვანელო. ავტორი: ანდრონიკაშვილი
·         პლაკატები
·         ბარათები
·         სქემები
·         რეაქტივები
·         ინდიკატორები
·         ქიმ. ჭურჭელი და ხელსაწყოები (სინჯარები,კოლბები,სპირტქურა)
·         კომპიუტერი
·         პროექტორი
·         ელ. რესურსი (Microsoft Office Power Point)
გაკვეთილის მსვლელობა:
I აქტივობა (3 წთ.)
·         მისალმება
·         განწყობის შექმნა
·         გაკვეთილის მიზნის და თემის გაცნობა
·         შეფასების ფორმებისა და კრიტერიუმების გაცნობა

II აქტივობა - წინარე ცოდნის გააქტიურება (ბარათებზე მუშაობა)   (5 წთ)
წინარე მასალის შემოწმების მიზნით, ხდება მოსწავლეთა ორგანიზება, წყვილებად დაყოფა. მოსწავლეებს ურიგდებათ ბარათები,რითაც მოწმდება მოსწავლეთა უნარები, თუ რამდენად სწორად ადგენენ ვალენტობის მიხედვით  ოქსიდების ფორმულებს, ოქსიდების მოდელებს და გამოსახავენ გრაფიკულ ფორმულებს.  ფორმულების მიხედვით ასახელებენ ოქსიდების სახელწოდებას, მსჯელობენ ოქსიდების ფიზ.  თვისებებზე, წარმოადგენენ ოქსიდების კლასიფიკაციის სქემებს.
III აქტივობა.   კითხვა-პასუხი (2 წთ)
გავიხსენოთ რამდენი სახის ოქსიდს გავეცანით მე-8 კლასში?
რა დაედო საფუძვლად ოქსიდების დაყოფას ფუძე და მჟავა ოქსიდებად?
 მოსწავლეები პასუხობენ: ოქსიდების კლასიფიკაციას საფუძვლად უდევს ქიმ. თვისებები. გამოთქვამენ ვარაუდს, რომ შესაძლებელია ოქსიდები განსხვავდებოდეს წყალში გახსნის უნარით. გამოთქმული ვარაუდების სისწორეს ვადასტურებთ ექსპერიმენტით.

IV აქტივობა. ჯგუფური მუშაობა (10 წთ)
 მოსწავლეებს,პროექტორის საშუალებით, ცდის დაწყებამდე მიწეოდებათ ექსპერიმენტზე მუშაობის უსაფრთხოებისწესები. მოსწავლეთა მაგიდებზე მოცემულია  CaO, CuO, H2SO4 , P2O5, კოლბა წყლით, ინდიკატორი(ფენოპტალეინი, ლაკმუსი). ჯგუფებს ეძლევათ დავალება და შესაბამისი ინსტრუქცია. (მცირეოდენიCaO სა დაCuO ს ფხვნილი ჩაყარონ სინჯარაში. დაასხან წყალი და მოურიონ. შემდგე ორივე სინჯარაში ლაკმუსის ქაღალდით შეამოწმონ ტუტე არესათვის დამახასიათებელი შეფერვა.) მოსწავლეები ჩატარებული ექსპერიმენტის საფუძველზე მიდიან დასკვნამდე. ზოგიერთი ოქსიდი ქიმიურად ურთიერთქმედებს წყალთან, ამის გამო იხსნება წყალში და წარმოქმნის ტუტეს,რომლის აღმოჩენა შესაძლებელია ინდიკატორით. ოქსიდების ნაწილი კი წყალთან არ რეაგირებს, ე.ი. არ იხსნება წყალში და არ წარმოქმნის შესაბამის ჰიდროქსიდს წყალთან რეაქციით.
 ფოსფორ (V) ოქსიდის ფხვნილიან სინჯარას დაასხეს წყალი. შეანჯღრიეს და შეამოწმეს ინდიკატორით. მოსწავლეები განაზოგადებენ ცდის შედეგებს და ასკვნიან, რომ მჟავა ოქსიდების წყალთან ქიმიური ურთიერთქმედების შედეგად მიიღება მჟავა. აქვე ჯგუფებს შევახსენებ, რომ SiO2 ერთადერთი მჟავა ოქსიდია რომელიც წყალში არ იხსნება.
 სპილენძის ოქსიდის ფხვნილს ამატებენ გოგირდმჟავას და ღებულობენ ცისფერ ხსნარს, შაბიამანს.
VI აქტივობა. დემონსტრაცია (4 წთ)
 ფუძე და მჟავა ოქსიდების დანარჩენი თვისებების ამსახველ ექსპერინეტს ვაჩვენებთ პროექტორით.
VII  აქტივობა.პრეზენტაცია. (12 წთ)
 ჯგუფის ლიდერები ექსპერიმენტზე დაკვირვების,ანალიზის შემდეგ აკეთებენ დასკვნებს,მსჯელობენ,ადგენენ ოქსიდების ქიმიური თვისებების ამსახველ რეაქციათა ტოლობებს. შესრულებულ სამუშაოს წარადგენენ პრეზენტაციის სახით. ვაფასებ მათ შედეგს
VIII  აქტივობა. მასალის გააზრება,განმტკიცება. (5 წთ)
·         სახელმძღვანელოზე მუშაობა
·         მიზნობრივად შერჩეული დავალებების შესრულება    (გვ.   45 #2,3,4 )

 აქტივობა. საშინაო დავალების პირობის გაცნობა. (2 წთ)
·         პარაგრაფის დამუშავება
·         ინფორმაციის მოპოვება ოქსიდების გამოყენების შესახებ
·         პრეზენტაცია
·         დისკუსია
 აქტივობა. შეფასება  (2 წთ)
·         შეფასება-განმსაზღვრელი.(საკლასო მუშაობის სქემით)

ინტეგრირებული გაკვეთილი
  

გაკვეთილის თემა
ელექტროლიზი. ელექტროლიზის პრაქტიკული გამოყენება
საგანი
ქიმია-ფიზიკა. ინტეგრირებული
მასწავლებლები
ქიმია-ფიზიკის მასწავლებლები
სწავლების საფეხური
საშუალო . X-კლასი.
გაკვეთილის ხანგრძლივობა
45+45
მოსწავლეთა პროფილი
15 მოსწავლე


განსაკუთრებულიმიდგომების/ საჭიროებების მქონე  მოსწავლეები

არ არის
გაკვეთილის მიზანი და შედეგები
ქიმია:
·          მოსწავლემ შეძლოს მსჯელობა ელექტროლიზის მოვლენაზე, მარილების შედგენილობის გაანალიზება, ამ შედგენილობის  დაკავშირება ანოდზე და კათოდზე მიმდინარე ნახევარრეაქციებთან და და მეტალთა აქტიურობიდან გამომდინარე  კათოდზე და ანოდზე   გამოყოფილი ნივთიერებების ახსნა
კავშირი ე.ს.გ-სთან
ქიმ.X.8.  მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ჟანგვა-აღდგენითი პროცესები.
ქიმ.X.9.  მოსწავლეს შეუძლია ხსნარების თვისებების ახსნა ელქტროლიტური  დისოციაციის თეორიის საფუძველზე.
ქიმ.X.10.  მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ელექტროლიზის მოვლენა და მისი  როლი ტექნიკასა და მრეწველობაში
 შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:

           მსჯელობს ჟანგვისა და აღდგენის პროცესებზე;
          ახასიათებს ფუძეებს, მჟავებსა და მარილებს ელექტროლიტური დისოციაციას;
           აკავშირებს ელექტროქიმიურ პროცესებს მეტალთა აქტიურობის რიგსა და ჟანგვა-აღდგენით რეაქციებთან;
·          განიხილავს წყლის, მარილების ნალღობებისა და წყალხსნარების ელექტროლიზის  პროცესში  ელექტროდებზე იონური განმუხტვისას მიმდინარე რეაქციების სქემებს;
          ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ტიპის ელექტროქიმიურ ელემენტებს;
           აანალიზებს და აფასებს ქიმიურ მრეწველობასა და ტექნიკაში ელექტროლიზური პროცესები  მნიშვნელობას  და აკავშირებს ყოფა-ცხოვრებასთან;
            ასრულებს ელექტროლიზის პროცესთან დაკავშირებულ რაოდენობრივ გამოთვლებს
        ფიზიკა:

კვლ.X.1  მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევისეტაპები
კვლ.X.2  მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურების განხორციელება
კვლ.X.3  მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი შეფასება
კვლ.X.4  მოსწავლეს შეუძლია ელექტრული და მაგნიტური მოვლენებისკვლევა.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
*განსაზღრავს და აყალიბებს კვლევის მიზანს
*გამოთქვამს არგუმენტირებულად კვლევის მიზანს არჩევს სათანადოხელსაწყოებს
*აწარმოვებს დაკვირვებას, გაზომვით იღებს სწორ მონაცემებს
*იცავს უსაფრთხოების წესებს ექსპერიმენტის დაგეგმვასა და ჩატარებისას,ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში ელექტრული ხელსაწყოების მოხმარებისას
*მსჯელობს ელექტრული დენის თავისებურებებზე ლითონშისითხეში,ახასიათებს ელექტროლიზის მოვლენას, აანალიზებს ფარადეისკანონებს.
გაკვეთილის მსვლელობა 
A-ფაზა (5 წთ)
აქტივობა 1.მოსწავლეთა პროვოცირებას  ვახდენთ ვიზუალური მასალით.
ვაჩვენებთ ვიდეოს, სადაც ხდება გალვანური ელემენტის აწყობა და ამპერმეტრით ჩანს მიღებული დენის ძალა. მოსწავლეებს ვთხოვ მიპასუხონ რა პროცესის  შედეგად იყო მიღებული ელექტრული დენი?
 აქტივობა 2. გონებრივი იერიში (10 წთ)
ფიზიკის მასწავლებელი:
     ელექტრობის გამტარობის მიხედვით,როგორი შეიძლება იყოს მყარი სხეული?
      თქვენი ვარაუდით,ელექტრობის გამტარობის მიხედვით სითხეც შეიძლება იყოს გამტარი, დიელექტრიკი და  ნახევარგამტარიც?
      არის თუ არა გამოხდილი წყალი ელექტრული დენის გამტარი?
ქიმიის მასწავლებელი:
ნასწავლი მასალის გასახსენებლად ქიმიის მასწავლებელი  სთავაზობს კითხვებზე პასუხის გაცემას
      როგორ ნივთიერებებს ეწოდებათ ელექტროლიტები? (წინასწარ მომზადებული პრეზენტაციის ჩვენებით power point ელექტროლიტები და არაელექტროლიტები)
      რა პროცესები მიმდინარეობს ანოდზე და კათოდზე ჟანგვა -აღდგენითი რეაქციების დროს?
      ელექტროლიტური დისოციაციის თვალსაზრისით როგორი ნივთიერებაა მარილი?

B-ფაზა
აქტივობა 3. ექსპერიმენტი (5 წთ)
გამოხდილი წყლისა და  სპილენძის ქლორიდის ელექტროგამტარობის შემოწმება. (პრეზენტაცია power point)
ფიზიკის მასწავლებელი:
ჭურჭელში ჩავასხით გამოხდილი წყალი. მასში ჩაუშვით ორი ელექტროდი. სადენები შევაერთეთ დენის წყაროს  დადებით და უარყოფით პოლუსთან. დავაკვირდეთ  ნათურას, რომელის წრედშია ჩართული. ნათურა არ აინთება. მეორე შემთხვევაში ელექტროდები ჩავუშვით სპილენძის ქლორიდის ხსნარში. ნათურა აინთო.მოსწავლეებმა შემაჩნიეს, რომ ერთ-ერთი ელექტროდი დაიფარა წითელი ფერის ნივთიერება სპილენძით, მეორე ელექტროდის   ირგვლივ კი აირის ბუშტუკებია.
აქტივობა 4. ცდის შედეგები ახსნა (10წთ)
 ფიზიკის მასწავლებელი:
      არის თუ არა თავისუფალი დამუხტული ნაწილაკები გამოხდილ წყალში?ახსენით რატომ ფიქრობთ ასე?
      რატომ აინთო ნათურა წყალსი მარილის გახსნის შემდეგ?
      როგორ იმოძრავებს იონები ელ. ველის გავლენით?
      როგორ ურთიერთქმედებს სპილენძის დადებითი იონები და უარყოფითი მუხტები?
      რა მოხდება , როდესაც სპილენძის დადებითი იონი შეეხება უარყოფითად დამუხტულ ელექტროდს?
ქიმიის მასწავლებელი:
      როგორ დისოცირდება CuCI2 წყალხსნარში?
      დაიწყებს თუ არა  მოწესრიგებულ მოძრაობას  იონები დენის წყაროსთან მიერთების შემდეგ?
      რომელი ელექტროდისაკენ გადაადგილდება სპილენძის კათიონები? ქლორიდ -იონები?
      ელექტროლიტის ხსნარში ელექტრული დენის  გატარებისას რა პროცესი წარიმართა ელექტროდებზე?
აქტივობა 5. ლექცია ელექტროლიზის შესახებ.
ქიმიის მასწავლებელი განიხილავს სხვადასხვა შედგენილობის მარილის წყალხსარის ელექტროლიზს.(10წთ)
 კერძოდ:
      სუსტი მეტალისა და  ჟანგბადიანი მჟავას ნაშთისაგან წარმოქმნილი მარილი CuSO4
      ძლიერი მეტალისა და  უჟანგბადო მჟავას ნაშთისაგან წარმოქმნილი მარილი NaCl
      ძლიერი მეტალისა და ჟანგბადიანი მჟავასაგან წარმოქმნილი მარილი  Na2SO4
      თითოეული მარილის შემთხვევაში თანამიმდევრულად გამოსახავს ელექტროლიზის ყველა ეტაპს და ადგენს ელექტროლიზის სქემას
აქტივობა 6. „გონებრივი იერიში“ (5 წთ)
ქიმიის მასწავლებელი ამოწმებს,როგორ გაიგეს მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია მოსწავლეებმა    შემდეგი კითხვების საშუალებით:
      რა მოხდება იმ შემთხვევაში ,თუ ხსნარში ერთდროულად არის მაგალითად ორი სხვადასხვა მეტალის იონი?
      როგორ აღდგება ისინი ერთდროულად თუ გარკვეული თანამიმდევრობით?
      რა კავშირია  მეტალთა აქტიურობის მწკრივსა და  მეტალების  აღდგენას კათოდზე?
      რა ნივთიერება  გამოიყოფა კათოდზე თუ მარილის შედგენილობაში შდის აქტიური მეტალი?
      რა ნივთიერება  გამოიყოფა ანოდზე და კათოდზე თუ მარილის შედგენილობაში შედის აქტიური მეტალი და ჟანგბადიანი მჟავას ნაშთი?
აქტივობა 7. ლექცია ფარადეის კანონების შესახებ. (15 წთ)
ფიზიკის მასწავლებელმა  განუმარტა მოსწავლეებს კავშირი  ელექტროდებზე გამოყოფილ ნივთიერების რაოდენობასა და   ელექტროლიტის ხსნარში გატარებული  ელექტრობის რაოდენობას შორის ,    რაოდენობრივი გაანგარიშებით  გამოთვალა  ელექტროდებზე გამოყოფილი ნივთიერების რაოდენობა როდესაც მოცემულია ხსნარში გამავალი ელექტრობის რაოდენობა (დენის ძალა და დრო), გამოიყვანა შესაბამისი ფორმულა და ჩამოაყალიბა  კანონები რომელიც ფარადეის ელექტროლიზის კანონებითაა ცნობილი.
აქტივობა 8. (3 წთ)
  ქიმიის მასწავლებელი  ელექტროლიზის პროცესს განიხილავს   ხსნადი ანოდის  შეთხვევაში და აგრეთვე  ელექტროლიზის პროცესს მარილების ნალღობების შემთხვევაში.
C-ფაზა
 აქტივობა 9. (5 წთ)
ვუბრუნდებით გაკვეთილის დასაწყისში  მოცემულ  ვიდეოექსპერიმენტს  და მოსწავლეები უკვე აანალიზებენ , რომ ამ შემთხვევაში შეიქმნა გალვანური ელემენტი
აქტივობა 10.   კავშირი ყოფა-ცხოვრებასთან
  პრეზენტაცია  power point ელექტროლიზის გამოყენება  (5 წთ)

ქიმიის მასწავლებელი პრეზენტაციით  მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას  ელექტროლიზის მოვლენასა და  მის როლზე ტექნიკასა და მრეწველობაში.აჩვენებს  მოსწავლეებს გალვანოპლასტიკასა და გალვანოსტეგეას სხვადასხვა სფეროში.
აქტივობა 12. შეჯამება (10 წთ)
 ქიმიისა და ფიზიკის მასწავლებელი  აჯამებს ყველა აქტივობას   სქემის მიხედვით

მოვლენა 
მიზეზი
შედეგი
ელექტროლიზი
ელექტრული დენი  წყალხსნარში
ელექტროდებზე გამოყოფილი ნივთიერებები
 აქტივობა 13. საშინაო დავალება (5 წთ)
დაევალათ მოსწავლეებს მოიძიონ დამატებით ინფორმაცია
ელექტროლიზის საშუალებით,როგორ ასუფთავებენ ლითონებს.
საკლასო მენეჯმენტი/საგანმანათლებლო რესურსები
სახელმძღვანელო, რვეული,   5  ლეფტოპი,  დენის წყარო, შაბიამანი, სპილენძის ქლორიდი, წყალიმარკერები.
შეფასება
  რუბრიკით

შეფასების  რუბრიკა (ქიმია)
 შეფასების კრიტერიუმები

         1-3

         4-5

           6-7

          8-10
მოსწავლე მსჯელობს ჟანგვა -აღდგენით პროცესებზე, ახასიათებს ნივთიერებების თვისებებს ელექტროლიტური დისოციაციის თეორიის საფუძველზე, მსჯელობს ელექტროლიზის მოვლენაზე და მის როლზე ტექნიკასა  მრეწველობაში
მოსწავლეარასწორად  მსჯელობს  ჟანგვა-აღდგენით პროცესებზე, ვერ ახასიათებსნივთიერებებს ელექტროლიტური დისოციაციის თვალსაზრისით, არ შეუძლია მსჯელობაელექტროლიზის მოვლენაზე
მოსწავლე ზოგადად მსჯელობს ჟანგვა -აღდგენით  პროცესებზე, ზოგადად ახასიათებსელექტროლიზის დროს კათოდზე და ანოდზე მომდინარე პროცესებს. წარმოდგენა აქვს  ელექტროლიზის როლზე  ტექნიკასა და მრეწველობაში
მოსწავლე მსჯელობს ელექტროლიზის დროს მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებზე, ახასიათებს ნივთიერებებსელექტროლიტური დისოციაციის  თეორიის თვალსაზრისით, მოჰყავს რამდენიმე მაგალითი   ელექტროლიზის გამოყენებაზე ტექნიკაში
მოსწავლემსჯელობს ელექტროლიზის  დროს ხსნარში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებზე და მოყავს შესაბამისი მაგალითები,  მსჯელობს ელექტროლიზის როლზე ტექნიკასა და   ყოფა-ცხოვრებაში
მოსწავლეაანალიზებს წყლის , მარილების ნალღობებისა და წყალხსნარების ელექტროლიზის პროცესებს უხსნად და ხსნად ელექტროდებზე  იონური განმუხტვისას მიმდინარე რეაქციების სქემებს
მოსწავლე ვერ აანალიზებს  წყლის, მარილებისა ნალღობებისა და წყალხსნარების ელექტროლიზის პროცესებს  ხსნად და უხსნად ელექტროდებზე იონური განმუხტვისას მიმდინარე რეაქციების სქემებს
მოსწავლე ზოგადად აანალიზებს წყლის, მარილებისა ნალღობებისა და წყალხსნარების ელექტროლიზის პროცესებს  ხსნად და უხსნად ელექტროდებზე იონური განმუხტვისას მიმდინარე რეაქციების სქემებს
მოსწავლეაანალიზებს წყლის, მარილებისა ნალღობებისა და წყალხსნარების ელექტროლიზის პროცესებს  ხსნად და უხსნად ელექტროდებზე იონური განმუხტვისას მიმდინარე რეაქციების სქემებს
 მოსწავლე აანალიზებსწყლის, მარილებისა ნალღობებისა და წყალხსნარების ელექტროლიზის პროცესებს  ხსნად და უხსნად ელექტროდებზე იონური განმუხტვისას მიმდინარე რეაქციების სქემებს და მოყავს სხვადასხვა  მაგალითები
 მოსწავლე აანალიზებს მარილების შედგენილობას და ელექტროლიზის პროცესში მეტალთა აქტიურობიდან გამომდინარე კათოდზე და ანოდზე  გამოყოფილ ნივთიერებებს და აფასებს ქიმიურ მრეწველობასა და ტექნიკაში ელექტროლიზური პროცესების მნიშვნელობას  და აკავშირებს  ყოფა-ცხოვრებასთან
მოსწავლე  არასწორად აანალიზებს მარილების შედგენილობას და ელექტროლიზის პროცესში მეტალთა აქტიურობიდან გამომდინარე კათოდზე და ანოდზე  გამოყოფილ ნივთიერებებს და  ვერ აფასებს ქიმიურ მრეწველობასა და ტექნიკაში ელექტროლიზური პროსეცების მნიშვნელობას  და  ვერ აკავშირებს  ყოფა-ცხოვრებასთან
მოსწავლე ზოგადად აანალიზებსმარილების შედგენილობას და ელექტროლიზის პროცესში მეტალთა აქტიურობიდან გამომდინარე კათოდზე და ანოდზე  გამოყოფილ ნივთიერებებს და   წარმოდგენა  აქვს
 ქიმიურ მრეწველობასა და ტექნიკაში ელექტროლიზური პროსეცების მნიშვნელობაზე  
მოსწავლე  აანალიზებსმარილების შედგენილობას და ელექტროლიზის პროცესში მეტალთა აქტიურობიდან გამომდინარე კათოდზე და ანოდზე  გამოყოფილ ნივთიერებებს და აფასებს ქიმიურ მრეწველობასა და ტექნიკაში ელექტროლიზური პროცესების მნიშვნელობას 
მოსწავლეაანალიზებს მარილების შედგენილობას და ელექტროლიზის პროცესში მეტალთა აქტიურობიდან გამომდინარე კათოდზე და ანოდზე  გამოყოფილ ნივთიერებებს, მოყავს  სხვადასხვა მაგალითი,აფასებსქიმიურ მრეწველობასა და ტექნიკაში ელექტროლიზური პროცესების მნიშვნელობას  და აკავშირებს  ყოფა-ცხოვრებასთან, მოყავს მაგალითები
 მოსწავლე ასრულებს ელექტროლიზის  პროცესთან დაკავშირებულ ყველა რაოდენობრივ გამოთვლებს
მოსწავლე ვერ ასრულებს ელექტროლიზის  პროცესთან დაკავშირებულ რაოდენობრივ გამოთვლებს
მოსწავლე ვერ ასრულებს  გამოთვლასელექტროლიზის პროცესთან დაკავშირებულს, წარმოდგენა აქვს მხოლოდ ფორმულებზე
მოსწავლეასრულებს   ელექტროლიზის პროცესთან დაკავშირებულ  რაოდენობრივ გამოთვლებს ხარვეზებით
მოსწავლე  ასრულებსელექტროლიზის  პროცესთან დაკავშირებულ ყველა რაოდენობრივ გამოთვლებს , პოულობს ამოცანის ამოხსნის ოპტიმალურ გზას  და ბოლომდე ახდენს მის რეაიზებას

Comments